LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზარაფხანას” ნაკეთობებზე საახალწლო ფასდაკლება დაიწყო

1167

საივულერიო კომპანია ”ზარაფხანას” ნაკეთობებზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მომხმარებელი 10 და 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ”ზარაფხანას” ნაკეთობებსა და შეკვეთებზე, 25%-იანი ფასდაკლება კი – შემოტანილი ნედლეულით დამზადებულ ნებისმიერ შეკვეთაზე.

”ფასდაკლების აქცია დავიწყეთ 15 დეკემბრიდან და ის ვრცელდება ჩვენს ქსელში არსებულ ყველა მაღაზიაში წარმოდგენილ კოლექციებზე. ამასთან, ჩვენთან მოქმედებს განვადება და  მომხმარებელს პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას 0%-იანი განვადებით ვაძლევთ”, – აღნიშნეს ”ზარაფხანაში”. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ საახალწლოდ კოლექცია თითქმის სრულად განაახლა და გაამრავალფეროვნა.

”მომხმარებლების აქტიურობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, განახლდა შემოტანილი ნედლეულით სამკაულის დამზადება. ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს ისევ შეუძლია მოიტანოს საკუთარი ნედლეული და სასურველ სამკაულს იქნება ეს ზარაფხანას მოდელი, თუ ინდივიდუალური დიზაინის მქონე ნაკეთობა, ამავე ნედლეულით დავუმზადებთ. აღნიშნულ სერვისზე საახალწლო დღეებთან დაკავშირებით მიიღებს 25%-იან ფასდაკლებასაც”,- განმარტეს ”ზარაფხანაში.

ცნობისთვის, საივულერიო კომპანია ”ზარაფხანა” ათლწეულების მანძილზე ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო კულტურას. ბრენდულ კოლექციებთან ერთად, ”ზარაფხანა” მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების სერვისსაც სთავაზობს. კომპანია ამ ეტაპზე საქართველოში 5 ფილიალითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები