კომპანია ”ზარაფხანამ” ბავშვებისთვის ვერცხლის სამკაულების კოლექცია შექმნა. როგორც ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”საბავშო კოლექცია” ”ზარაფხანას” მაღაზიათა ქსელებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
”გადავწყვიტეთ კოლექცია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა ბავშვებისთვის განგვეახლებინა. თავის დროზე ეს კოლექცია ოქროთი დამზადდა და შედარებით მაღალ საფასო კატეგორიაში იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ეს კოლექცია. მოდელები კიდევ უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა- რაც მთავარია, ვერცხლით დამზადდა”, – განმარტეს საიუველირო კომპანიაში.
მათივე ცნობით, კოლექცია აერთიანებს რამდენიმე მოდელს, როგორც სამაჯურების, საყურეების, ბეჭდების, ისე გულსაკიდების. ”შემოდგომა წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონია, შესაბამისად, ბავშვებისთვის ამ სეზონის კიდევ უფრო გაფერადება მოგვინდა. სწორედ ამ მიზნით, ”საბავშვო კოლექციაში” ფერები ჭარბობს. რაც შეეხება ასაკს, ძალიან პატარა ასაკიდან, თინეიჯერობის პერიოდამდე და უფრო ზემოთაც შესაძლებელია ამ სამკაულების ტარება”, – აღნიშნეს ”ზარაფხანაში” და დასძინეს, რომ ვერცხლის ”საბავშვო კოლექცია” ”ზარაფხანას” უკვე ყველა ფილიალში იყიდება.
ცნობისთვის, საიუვილერო კომპანია ”ზარაფხანა” ბაზარზე ოქროს, ვერცხლისა და თითბერის სამკაულებსა და სუვენირებს აწარმოებს.