კომპანია ”ზარაფხანამ’ აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი საფირმო მაღაზია გახსნა. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.
მაღაზია ბაქოში ორი დღეა გაიხსნა და როგორც ’ზარაფხანაში” ამბობენ, კომპანიისათვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
”ზარაფხანას მიერ საქართველოში ნაწარმოები ულამაზესი ნაკეთობები, რომელშიც შერწყმულია საქართველოს ისტორიული საოქრომჭედლო ხელოვნება და თანამედროვე მიმდინარეობები, წარმატებით წარადგენს ქართულ წარმოებას ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში,”- განაცხადეს ”ზარაფხანაში”.
შპს “ზარაფხანა” საქართველოში ორ ქალაქშია წარმოდგენილი. კომპანია ფლობს ერთ ფილიალს ქალაქ ბათუმში და რამდენიმე ფილიალს თბილისში.