”ზარაფხანა” საკუთარ მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს. ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ნებისმიერი კლიენტი შეძლებს, ისარგებლოს 50%-იანი ფასდაკლებით.
”აღნიშნული აქციის სახით ჩვენს მომხმარებელს დღევანდელ დღეს კიდევ ერთ სიურპრიზს ვუკეთებთ. ფასდაკლება ვრცელდება: ოქროს სერიულ ნაკეთობებზე,რომლებიც შემკულია როგორც ბუნებრივი, ასევე ბრილიანტის ქვებით. ასევე, ვერცხლის სამკაულსა და სუვენირების სრულ არჩევანზე”, – განაცხადეს ”ზარაფხანაში”.
მათივე ინფორმაციით, ფასდაკლება არ ეხება არც ერთ სახელობით კოლექციას, გარდა ვერცხლში დამზადებულ “ანარეკლის” კოლექციისა.
როგორც ”ზარაფხანაში” განმარტეს, ფასდაკლებასთან ერთად მოქმედებს 0 %-იანი განვადებაც, ნაკეთობების რაოდენობა კი შეზღუდულია.