პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ზაქარია ქუნცაშვილმა პარლამენტის აქციაზე მისულ დემონსტრანტს ტრანსფარანტი წაართვა და დახია.
„სირცხვილი მთავრობას“ — ეწერა პლაკატზე. დემონსტრანტები ამბობენ, რომ დეპუტატმა მეორე პლაკატიც დახია, რომელზეც ეწერა “რუსეთი ოკუპანტია”.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ ქუცნაშვილი მოღალატე და რუსეთის მონაა.
რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს.
აქ არ დაჯდება! - „ევროპული საქართველო“ გავრილოვის პარლამენტში ყოფნას აპროტესტებს (ვიდეო)
“კაბინეტში ასე თბილად ვეღარავინ იჯდება, იმიტომ რომ ახალგაზრდები მოვდივართ და ყველას ვათქმევინებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია” – ამბობენ ბანერების ავტორები.
აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ქუცნაშვილს აქტივისტები “მოღალატე ღორს” და “პუტინის მონას” ეძახდნენ. დეპუტატს მედიასთან კომენტარის გაკეთება სურდა, როდესაც მის უკან ბანერი გაშალეს, სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა ქუცნაშვილი.
რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ სხდომის წაყვანა, ივანიშვილისთვის მიუღებელია.
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა
დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო. “ოცნების” უმრავლესობა მიმდინარე სესიას გაემიჯნა, გამონაკლისია ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც გავრილოვისგან საჩუქარი მიიღო და განაცხადა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება – სად უცნობია.