“სირცხვილია” აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, მამასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის “ბრალდებებს” პასუხობს.
ქუცნაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გავრილოვს პარლამენტში მიკროფონი მაქარაშვილის მამამ ჩაურთო, აქციის ორგანიზატორისთვის მორიგი მარგალიტია.
"გავრილოვი არათუ საქართველოს წინააღმდეგ არ იბრძოდა, ჯარშიც კი არაა ნამყოფი"...
დადგა დრო, დუმილი დავარღვიო - ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობას ემშვიდობება
გიგა მაქარაშვილი განმარტავს, რომ მისი 60 წლის, ფიზიკოსი მამა, უკვე 22 წელია პარლამენტში მუშაობს და მისი მოვალეობა მიკროფონებისა და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა.
„გაიცანით მამაჩემი, ნუკრი მაქარაშვილი. რამდენიმე თვეში 60 წლის ხდება. ფიზიკოსი, უმაღლესი განათლებით, მოხალისედ ნამყოფი ომში, სისხლის დონორი უწყვეტად 12 წლის განმავლობაში…
ჰყავს მეუღლე, 2 შვილი, 1 შვილიშვილი, უამრავი მეგობარი და ზურგს უმაგრებს 22 წლიანი უწყვეტი სტაჟი საქართველოს პარლამენტში.
მისი მოვალეობა მიკროფონების და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა, არც მეტი და არც ნაკლები. მუშაობს 6 ადამიანთან ერთად, გუნდურად და დაუზარლად.
უმუშავია ზურაბ ჟვანიასთან, ნინო ბურჯანაძესთან, დავით ბაქრაძესთან, დავით უსუფაშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და აგერ თალაკვაძის დროსაც მუშაობს. თან ისე მუშაობს, რომ ჯერ 1 საყვედურიც არ აქვს პასივში.
იცნობს ყველა ჟურნალისტი ვისაც პარლამენტში უმუშავია და ხშირ შემთხვევაში ის უფრო მეტად უყვართ ჩემს მეგობრებს ვიდრე მე ❤
ასეთია უბრალოდ, უყვარს ყველა და სხვებისგანაც იგივეს იღებს ხოლმე როგორც წესი.
ჰო და დღეს გამოვიდა ზაქარია ქუცნაშვილი და მორიგი მარგალიტი დააბრეხვა :))))
აქციების ერთერთი ლიდერის მამამ ჩასვა გავრილოვი სავარძელშიო და მიკროფონიც იმან ჩაურთოო :)))
ზაქარია, ჯიგარო, ყლ*** ვის არ გაუკეთებია და მითუმეტეს ვის არ უთქვამს, მაგრამ აბა დაფიქრდი ახლა რა მასშტაბის სი**ბას ამბობ? :)))))))))))))))))))))
თმის ღერი რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ მთელს ჩემს დროს და ენერგიას იმას მივუძღვნი რომ ძალიან სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი!
მამი, შენ პატიოსნად მუშაობა გააგრძელე, ვერავინ მოგვერევა“ – წერს გიგა მაქარაშვილი.
ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა და დუმილის დარღვევის ფორმატში უამრავ საკითხზე ისაუბრა.
ქუცნაშვილის აცხადებს, რომ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, რომ მის სავარძელს სერგეი გავრილოვი დაიკავებდა. ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა პარლამენტის წევრის მანდატი და განაცხადა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. გარდა ამისა, მან გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის ბრალდება მაქარაშვილის მამაზე გადაიტანა:
„ქაჯობა, როცა ქვეყანა ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი ხარ და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას შეცდომად მიიჩნევ. ქაჯობაა, აბა სხვა რა არის ეს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ ეგეც მოიკითხოთ” – თქვა მან.
შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებს:
სპეცრაზმმა, ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია. დარბევისას ასობით ადამიანი დაშავდა და დააკავეს, მათი ნაწილი დღემდე მკურნალობას გადის, ორმა მათგანმა კი დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.
დარბევის შემდეგ, არ წყდება ყოველდღიური მიტინგები პარლამენტთან, მათი სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია – დაკავებული მომიტინგეები გამოუშვეს და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს; დარჩენილია მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.