ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის საქმეზე მოსაზრებას გამოთქვამს და მას ბასილაშვილისა და დოროყაშვილის ამბავს ადარებს.
ანა წერს:
„ბესოს (უკაცრავად და) ზანგურს არ გაუმართლა. არ აღმოაჩნდა აუცილებელი მახასიათებელი უპირობო პრივილეგიისთვის. კერძოდ, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა, არც მსახიობია საარაკო და დიდად ფულიც არ აქვს. მას ჰყავს სექსისტი და ძალმოსილი რეჟისორი მფარველად, რაც მეტ-ნაკლებად იცავს, მაგრამ ბოლომდე ვერა. ამიტომ “მოწყალე ერმა” ქალი ამ ისტორიაში შედარებით დაინდო. არა იმის გამო, რომ სოლიდარულია ან/და სამართლიანი, არამედ, ჩემი აზრით, მოძალადემ ვერ დააკმაყოფილა მათი წინასწარ განსაზღვრული ხატი კაცის. ასე რომ, აქ ცოტა გაუმართლა ქალს“.