გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ,,ზანავის“ მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით, აუქციონი გამოაცხადა. წყლის რესურსის სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაიცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.
თავისუფალი გაზების შემადგენლობაში მთავარი ადგილი უკავია მეთანს. რეკომენდირებულია: ქრონიკული გასტრიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის დროს, აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის რემისიის (არა მწვავე) ფორმის დროს
აუქციონის საწყისი ფასი 5 000 000 მლნ ლარია.
აუქციონის პირობის თანახმად, შემსყიდველმა ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიცვას კანონით განსაზღვრული ის პირობები, რომელიც წყლის რესურსების სარგებლობასთან არის დაკავშირებული.
აუქციონი 7 აპრილამდე გაგრძელდება.
ზანავის მინერალური წყლის საბადო
ზანავის მინერალური წყლის საბადო თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მინერალური წყალი ფორმირდება ბორჯომის ხეობაში, მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტში დახლოებით 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში და ხასიათდება უნიკალური თვისებებით.
ზანავის მინერალური წყლების საბადო მდებარეობს ბორჯომის რაიონის სოფ. ზანავის ტერიტორიაზე. მისი ტერიტორია მდ. მტკვრის გასწვრივ ვრცელდება 1 კმ-ზე, სიგანე შეადგენს 0,5 კმ-ს. რელიეფი საშუალოდ მთიანია. აქ ექსპლუატაციაშია 3 ჭაბურღილი, რომლების მოქმედებენ 260, 80 და 245 მ–ის სიღრმეებზე. წყლები სუსტად თერმულია, ტემპერატურა შეადგენს +200 ჩ-ს. ძირითადი წყაროს შემდგენლობა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანია, მინერალიზაცია 2,4 – 2,6 გ/ლ, გახსნილი ჩO2-ის შემცველობა აღწევს 50 მგ/ლ. აღსანიშნავია, რომ ზანავის მინერალური წყალი შეიცავს კარბონატს და ახასიათებს სუსტი ტუტე გარემო (რეაქცია).
დამატებით ინფორმაცია აუქციონის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.