აშშ-ში ზამთრის შტორმს, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ყველაზე მეტად კი ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დაზარალდა.
ნიუ იორკსა და ფლორიდაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა.
ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.
სტიქიის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილებას მასშტაბური პრობლემები შეექმნა.
ასი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უამინდობის შედეგად გაუქმდა ათასობით ავიარეისი.