LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის შეთავაზება თეგეტა მოტორსისგან – სერვისები, რომლითაც ისარგებლებთ

43

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და თოვლის უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ ფილიალები გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად დამატებით იმუშავებენ კვირას, 10 დეკემბერს,  9:30 – 18:00 საათამდე.

”აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით – თბილისში: ცენტრალური, ვაკე, ვარკეთილი, ბელიაშვილი, წითელქუდა, პეპელა, გეზი, ასევე მარნეულის, ბათუმის, რუხის, გორის, ახალციხეს და ქუთაისის ფილიალებში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ უსაფრთხო იყოს თქვენი გადაადგილება, „თეგეტა“ გთავაზობთ მიმართოთ  სერვის ცენტრებს და შეიძინოთ ზამთრის პროდუქტები: BRDIGESTONE-ის პრემიუმ კლასის ზამთრის საბურავები; VARTA-ს და EXIDE-ის აკუმულატორები; ანტიფრიზები; MOTUL-ის, SHELL-ის და MOBIL 1-ის ძრავის ზეთები და დაიბრუნოთ 20%-მდე გარანტირებული თანხა. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა სერვის ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„თეგეტა“ ასევე გთავაზობთ საბურავების უფასო შეცვლის და ბალანსირების სერვისს. აქ დაგხვდებათ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული  ზამთრის საბურავების ყველაზე დიდი არჩევანი. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისითაც და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია.

მომხმარებელთა კომფორტისთვის, „თეგეტას“ შეთავაზებაშია წინასწარი ჩაწერის სერვისი, რომლის საშუალებითაც, მათ შეუძლიათ დაჯავშნონ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. „რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი. აღნიშნული სერვისის მისაღებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები