LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების ნებართვა ორ კომპანიას მიენიჭა

50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე და კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. გასულ წლებში აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ორი ვერტმფრენით ასრულებდა.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ოპერირებას გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“. ფრენები მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით გუდაურის ზონაში, AS 350 B3E ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

„Heli-skiing” მომსახურება ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები