LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა ზაფხულშიც მატულობს

122

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით კი ადგილზე სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

გონდოლის ზედა სადგურთან მოეწყო სპეციალური ტერიტორიები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში: ითამაშეს პეინთბოლი, ხელბურთი, იფრინეს პარაპლანით.

როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები ზაფხულის სეზონზე.

„გუდაურსა და ბაკურიანში ამ დროისთვის უამრავი ვიზიტორია. 7 აგვისტოს ზაფხულის სეზონი გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზეც გაიხსნება. ვფიქრობთ, რომ შარშანდელი მიღწევა, როდესაც ვიზიტორების 37%-იანი მატება დაფიქსირდა, წელს უფრო გაიზრდება და ახალი რეკორდი გვექნება“,- აღნიშნა ონოფრიშვილმა.

გუდაურის მთის დეპარტამენტის მართვის უფროსის კონსტანტინე ქადაგიძის ინფორმაციით კი, გუდაურში სამი მნიშვნელოვანი საბაგიროა ჩართული. საბაგიროები მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები