LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტებზე ხალხმრავლობაა- უცხოელები ახალი წლის შესახვედრად გუდაურში ჩამოვიდნენ

138
gudauri-ski-resort

ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროები მაღალ დატვირთულობაზე საუბრობენ. მაგალითად „რედკო ჯგუფში”, რომელიც განთავსების ობიექტებს ფლობს როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში, ამბობენ, რომ ზამთრის კურორტებზე მათ განთავსების ობიექტებში, დღეისათვის როგორც სასტუმროში ასევე სასტუმროს ტიპის აპარტამენტებში სტუმრების 50% უცხოელია, 50% კი ადგილობრივი.

“ზამთრის სეზონისთვის, დეკემბრის დასაწყისიდან პერიოდი უკვე წინასწარ იყო დაჯავშნილი. იანვრის ჯავშნებში უფრო მეტი წილი უცხოელ ტურისტებზე მოდის. საახალწლოდ მრავალი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რომელიც იმ კოვდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული და დღეს ქვეყანაში არსებობს”, – აცხადებს “რედკოს” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი კატია აბსანძე.

2022 წელს მაღალი დატვირთულობით ხვდება გუდაურში მდებარე სასტუმრო “გუდაური ლოჯიც”, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებს სასიამოვნო და რაც მთავარია რეგულაციებით დაცულ ღამეს ჰპირდება. “გუდაური ლოჯი” მმართველი “ამბერ ჯგუფის” ხელმძღვანელის ეკატერინე დუჩიძის განმარტებით, სასტუმროს სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. „სტუმრებს ძირითადად ვიღებთ მაღალ მხარჯველუნარიანი ქვეყნებიდან – არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ასევე უკრაინიდან”, – განმარტავს ეკატერინე დუჩიძე.

2022 წელს უცხოელი სტუმრებით ხვდება სასტუმრო Best Western Gudauri-ც, რომლებიც ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან არიან. სასტუმროს მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი ამბობს, რომ მისმა სასტუმრომ სტუმრების მიღება 2019 წელის ბოლოს დაიწყო, 2020 წელს კი “კოვიდ სასტუმროს” სტატუსით ოპერირებდა. მისივე თქმით, პანდემიის ფონზე დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებამ და საახალწლო ღონისძიებების დაშვებამ სასტუმროში ჯავშნების რაოდენობაზე დადებითი გავლენა იქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები