LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრამდე რემონტის დასრულება უნდა მოვასწროთ – მოსეშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

242
BeFunky-collage

სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მოსეშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ირკვევა ახალგაზრდა დედა, რომელიც მოძალადე ქმარს გამოექცა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

“ჩემო ძვირფასებო, ჩვენი გვერდით დგომა და სიყვარული სჭირდება, სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებ მოსეშვილების ოჯახს მეგობრებო, მათ უკიდურესი გაჭივრება აქვთ ოჯახში ცხოვრობენ ოთხნი მარტო ხელა დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

უფროსი ქეთო 10 წლისაა, თამარი 8 წლის – ხოლო ყველაზე უმცროსი 4 წლის ნინი… მარიამი ( ბავშვების დედა) 4 წლის წინ მოძალადე ქმრის სახლიდან წამოვიდა, რომ შვილების სიცოცხლე გადაერჩინა..

როცა პატარებთან მივედით, პირობები უკიდურესად მძიმე დაგვხვდა… სახლს ჩამოვარდნილი ჰქონდა კარი, არ ჰქონდა ნორმალური ფანჯრები და იატაკი… ბავშვებს არ ჰქონდათ საკვები, წამლები, საწოლი, სკამი და სხვა საჭირო ნივთები...

პატარებს ასეთ გაუსაძლის პირობებში ვერ დავტოვებდით, რადგან კედლებიდან ცვიოდა ბათქაშის ნარჩენები და ბეტონი. შესაძლებელი იყო განმეორებითი ნგრევის დროს ბავშვები დაშავებულიყვნენ.

მეგობრებო, პატარა გოგონებთან დავიწყეთ რემონტი. სულ ჩვენი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს, ადგილობრივი კეთილი ხელოსნის დახმარებით, რომელიც ხელობაში თანხას არ გვთხოვს.

ახლა აღარ გვაქვს ცემენტი და ბლოკი. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ დაგვეხმარეთ, ბლოკი ერთი ცალი ღირს 1 ლარი და ერთი შეფუთვა ცემენტი 11 ლარი.

თუ ვინმეს გაქვთ მორჩენილი სამშენებლო მასალა, ცემენტი, ბლოკი და გაიმეტებთ, უმორჩილესად გთხოვთ, გვაჩუქეთ.

მეგობრებო, ზამთრამდე რემონტის დასრულება უნდა მოვასწროთ და გოგოები ნორმალურ ოთახში დავაბინაოთ…

გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით რითაც შეგიძლიათ თითოეულ ლარს პატარა გოგონებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აქ დავწერ ანგარიშის ნომერს, რომ პატარებს ცემენტისთვის თანხა მოვუგროვოთ. დანიშნულებაში მიუთითეთ #ცემენტისთვის

თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE47TB7349445061100027

საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი : #GE90BG0000000162149143GEL

მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837

მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე, სანაპიროს 11 ტელეფონის ნომერი: 597 036 843 მარიამ მოსეშვილი”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები