“თუშეთის განვითარების ფონდის” გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, ფონდი თუშეთში მცხოვრებi მოსახლეობას ინტერნეტის საფასურს სრულად დაფარავს.
ფონდის ცნობით, თუშეთში ზამთრის სეზონზე დარჩენილი აბონენტების რაოდენობა სულ ხუთია.
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი. 5 მგბ/წმ სიმძლავრის ინტერნეტის ფასი 25 ლარია.
პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society-სთან ერთად განახორციელა.