ზამთრის სანავიგაციო სეზონზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით იფრენს.
როგორც „ავიანიუსი“ წერს, ავიაკომპანიის ბილეთების საძიებო სისტემაში ჩანს, რომ Eurowings აღნიშნულ მარშუტზე ბილეთებს კვირაში მხოლოდ ერთ სიხშირეზე ყიდის. შესაბამისად, ავიაკომპანია დუისელდორფსა და თბილისს შორის ფრენებს ყოველ კვირა დღეს შეასრულებს.
შეგახსენებთ, Eurowings საქართველოს ავაბაზარზე 4 ივლისიდან შემოვიდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.