ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ემოციური სტატუსით ეხმიანება.
ნინო ზამბახიძე წერს მებაღე დევი მეზურნიშვილის შესახებ, რომელიც დენის დარტყმების მიუხედავად ვაკის პარკის შადრევანში შევიდა და ორი ბავშვი გადაარჩინა:
„როცა დენი გარტყამს და მაინც არ ნებდები, რადგან იცი, რომ ისინი შენი შვილები, შვილიშვილები და შენი ქვეყნის მომავალი არიან, რომელიც უნდა გადაარჩინო! ჩვენი დროის კიდევ ერთი გმირი დევი მეზურნიშვილი“, – წერს ნინო ზამბახიძე და მის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დღეს იაშვილის კლინიკიდან უკვე გაეწერა ერთი მოზარდი, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მეორე დაშავებული მოზარდის მდგომარეობაც.
ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა