LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე – მკაფიო პოზიციის დაფიქსირების არ გვეშინია

43
დავით-ზალკალიანი

“რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსი არის ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა “პალიტრანიუსის” ეთერში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც დავიტ ზალკალიანმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ ეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების და ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული:

“საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა.

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები – ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების – ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული.

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში.

ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია”, განაცხადა ზალკალიანმა.

ვრცლად უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე:

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – შეთანხმდებიან თუ არა დეპუტატები ტექსტზე

„რეზოლუცია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას“ – ოპოზიცია უკრაინის ელჩს შეხვდა

„დროამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს თანაავტორებად იწვევს

ხვიჩია: რეზოლუციის ამბავს გამოვეთიშეთ, ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით

იონათამიშვილი: რეზოლუციის ირგვლივ მხარეების ლუსტრირება მოხდა – „ქართულმა ოცნებამ” რუსეთს თავის სახელი საერთაშორისო სასამართლოებში დაარქვა