Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზალკალიანი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რაც ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის განცხადებას მოჰყვა  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რაც ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის განცხადებას მოჰყვა 

70
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იგი კმაყოფილია იმ რეაქციით, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დასავლეთში მოჰყვა. საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი ითხოვს გაუმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაპირება.

დავით ზალკანიანის თქმით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და NATO-ელი პარტნიორების მხრიდან, ასევე აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.

„თქვენ იხილეთ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. ეს ასეა. თუკი იმ შეთანხმების, რაც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე გადახედვა მოხდა, საერთო ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა მთლიანად ჩამოინგრევა. ეს არის, რასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ამას უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი NATO-ელი და ევროპელი პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რასაც აკეთებენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც იმ განცხადებებს ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან მოჰყვა“, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა NATO-ს წესდების მე-19 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, თუ ის ყველა დაწესებულ კრიტერიუმს შეასრულებს და თავად NATO-ს შიგნითაც გაწევრებაზე კონსენსუსი იქნება. ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებების მიუხედავად, საქართველოს უნდა ჰქონდეს მწყობრი და თანმიმდევრული ნაბიჯები NATO-ში ინტეგრაციისკენ და უნდა დაველოდოთ „პოლიტიკურ მომენტს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შიგნით პოლიტიკური კონსენსუსი არ შემდგარა, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, ამან ჩვენ არ უნდა მოგვადუნოს და პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ის მწყობრი ნაბიჯები, რეფორმები ყველა მიმართულებით — თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით, რომ ვიყოთ მზად მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური მომენტი დადგება“, — განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ხავიერ კოლომინა: რუსეთს სურს, საქართველოსა და უკრაინას უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ – ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები