LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალიკო ბერგერი: „ვინ გამიშვა… მე წავედი, ცოტა კი გავერთე ? ხო დაგაწერინეთ რეიტინგი…“

7709
zalikonews

შოუმენი ზალიკო ბერგერი გუშინ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გამოეთიშა. ზალიკომ მხოლოდ ორ ტურში მიიღო მონაწილეობა. პირველ საკონკურსო ტურზეც აუთსაიდერებში იდგა და ეს იმდენად მძიმედ აღიქვა, რომ თავის მეწყვილეს გვერდზეც არ დაუდგა… წინა ჯერზე ის პროექტში დარჩა, ხოლო „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოდარიკო ხუციშვილმა და მზია ორველაშვილმა დატოვეს. მეორე ჯერზე ზალიკომ პროექტი დატოვა, თუმცა როდესაც აუთსაიდერებში გამოაცხადეს, მან აღნიშნა, რომ თავად აპირებდა პროექტის დატოვებას და ეს შოუს შემქმნელებმა იცოდნენ, რადგან ის ერთ კვირაში საქართველოდან მიემგზავრება.

სოციალურ ქსელში აუთსაიდერების ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გვერდზე, როგორც ჩანს, დიზაინერმა წაიკითხა მაყურებლის კომენტარები, სადაც წერდნენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი ადგილი არ არის.

როგორც ჩანს, ზალიკო ბერგერი ამ კომენტარებმა გააღიზიანა და დიზაინერმა დაწერა:

„ვინ გამიშვა… მე წავედი, ცოტა კი გავერთე)) ხო დაგაწერინეთ რეიტინგი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები