LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალცბურგში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

119
ზალცბურგი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ზალცბურგში, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და ა.შ.) კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

MCE Central & Eastern Europe-ზე წელს 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.