ბოლო დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად გვევლიანებიან განსხვავებული იმიჯით. ცოტა ხნის წინ, ქსელში კიტ ჰარინგტონის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც 32 წლის მსახიობი მოკლე თმითა და ულვაშითაა აღბეჭდილი.
საინტერესოა, რომ ინგლისელი კოლეგის მსგავსად, იმიჯი შეიცვალა ზაკ ეფრონმაც. ამ დღეებში ამერიკელმა არტისტმა ახალი თმის ფერის დემონსტრირება მოაწყო. ის სანდენსის კინო ფესტივალზე ქერა თმით გამოჩნდა.
გაირკვა, რომ ზაკის ტრანსფორმაცია ცხოვრებისეულია, რადგან თემის კომენტირებისას, მისი თქმით, ცვლილება არც ერთ ახალ როლს არ უკავშირდება.