ზაჰესის ხიდთან გზა ჩაინგრა. გზის საფარის დაზიანება GWP-ის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებამ გამოიწვია.
კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, ჩაკეტილია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანების აღდგენა.
როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, დაზიანებულ გზის საფარსაც GWP აღადგენს.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
ზაჰესის ხიდთან მიწა, დაახლოებით, ერთი თვის წინაც ჩამოიშალა, რის შემდეგაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სტუდია მონიტორის ფოტოები
https://www.youtube.com/watch?v=7yyvuFH4Uy4