„ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია,“ – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, დიმიტრი ორმოცაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
„ზაჰესის მეორე, ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ადგილზე არიან და მიმდინარეობს სამუშაოები. წყალი გადაიკეტა, თუმცა სისტემებში დაგროვილი წყალი ამ ადგილას მოედინება და, პირველ რიგში, წყლის ნაკადმა უნდა იკლოს,“ – აღნიშნა ორმოცაძემ.