LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში უნდა მოვემზადოთ უფრო ძლიერი ბრძოლისთვის.. კორონა საკმაოდ მძლავრად შეიძლება მობრუნდეს – პაატა იმნაძე

526
a91585-big

„არსებობს სამწუხარო გამოცდილება, რომ როდესაც დადგება ვირუსული ინფექციების სეზონი, რათქმაუნდა არის იმის ალბათობა, რომ კორონა საკმაოდ მძლავრად შეიძლება მობრუნდეს“,-ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა პანდემიის გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ მეორე ტალღის შესაძლებლობა არსებობს.

„ესპანური გრიპის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძლავრი იყოს, ვიდრე პირველი. 2009 წელს, ე.წ ღორის გრიპის პანდემია, H1N1 გრიპის პანდემია, რომლის მეორე ტალღა არაფრით არ იყო უფრო მსუბუქი პირველთან მიმართებაში. არსებობს სამწუხარო გამოცდილება, რომ როდესაც დადგება ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში ვირუსული ინფექციების სეზონი, რათქმაუნდა არის იმის ალბათობა, რომ კორონა საკმაოდ მძლავრად შეიძლება მობრუნდეს. ეს რათქმაუნდა ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ჯანდაცვის სისტემებს ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც. ასე რომ ზაფხული ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა იმისათვის, რომ დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და ვიფიქროთ, რომ პირველი ბრძოლა მოვუგეთ კორონას, არამედ უნდა მოვემზადოთ უფრო ძლიერი ბრძოლისთვის შემდგომ პერიოდში“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი პროგნოზით, რესპირატორული დაავადებების სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები