LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება… ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის მოიხსნება: თენგიზ ცერცვაძე

147
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულში კომენდანტის საათი არ იქნება. ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოსთვის პანდემიის კუთხით მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება.​

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები