LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს

65
flights

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს.

„ძალიან სწრაფად მატულობს იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ან ზრდიან ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან. ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ისე ბათუმის და ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტებს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, ეს აჩენს მოლოდინს, რომ ფრენების დაახლოებით 50%, რომლებიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები