2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. 3 თვის განმავლობაში საფეხბურთო კლუბები საკმაოდ აქტიურობდნენ. გამოსარჩევია ინგლისური გუნდები, ყველაზე მეტი ფული სწორედ პრემიერლიგის ბინადრებმა დახარჯეს.
Sky Sports-ი ზაფხულის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს აქვეყნებს.
კევინ დე ბრუინი – ”ვოლსბურგი” – მანჩესტერ ”სიტი” – 54.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
რაჰიმ სტერლინგი – ”ლივერპული”- მანჩესტერ ”სიტი” – 49 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
ანხელ დი მარია – მანჩესტერ ”იუნაიტედი” – ”პარი სენ ჟერმენი” 44.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
ანტონი მარტიალი – ”მონაკო” – მანჩესტერ ”იუნაიტედი” – 36 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
ნიკოლას ოტამენდი – ”ვალენსია” – მანჩესტერ ”სიტი” – 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
კრისტიან ბენტეკე – ”ასტონ ვილა” – ”ლივერპული” – 32.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
რობერტო ფირმინო – ”ჰოფენჰაიმი” – ”ლივერპული” – 29 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
მემფის დეპაი – ”პსვ ეინდჰოვენი” – მანჩესტერ ”იუნაიტედი – 28.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
მორგან შნეიდერლინი – ”საუთჰემპტონი” – მანჩესტერ ”იუნაიტედი” – 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
პედრო როდრიგესი – ”ბარსელონა” – ”ჩელსი” – 21.4 მილიონი ფუნტი სტერლინგი