LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული ჯერ შორსაა, მაგრამ ტოპებმა უკვე გაიფორმეს ტრანსფერები: კიდევ რას აპირებენ

165
GettyImages-987916274-696x449

სატრანსფერო ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია. ძირითადად ჭორები, გეგმები და ანონსებია, მაგრამ რაღაცეები უკვე მოგვარებულიცაა.

აი სია უკვე შემდგარი გადასვლების და ისეთებიც, ერთი ნაბიჯი რომ დარჩა.

 

ბენჟამენ პავარი – შტუტგარტი-ბაიერნი – 35 მლნ ევრო

მოანეს დაბური – ზალცბურგი-სევილია – 15 მლნ ევრო

აარონ რემსი – არსენალი-იუვენტუსი – უფასოდ

ფრენკი დე იონგი – აიაქსი-ბარსელონა – 75 მლნ ევრო

ედერ მილიტაო – პორტო-რეალი – 50 მლნ ევრო

კრისტიან პულიშიჩი – დორტმუნდი-ჩელსი – 64 მლნ ევრო

ლუკა ერნანდესი – ატლეტიკო-ბაიერნი – 80 მლნ ევრო

როდრიგო – სანტოსი-რეალი – 45 მლნ ევრო

 

სავარაუდო

ტიმო ვერნერი – ლაიპციგი-ბაიერნი – 40-60 მლნ ევრო

ექტორ ერერა – პორტო-ატლეტიკო – 30 მლნ ევრო

დიეგო გოდინი – ატლეტიკო-ინტერი – უფასოდ

 

 

  • ყველაზე შთამბეჭდავი „ბაიერნია“. პავარისა და ერნანდესისთვის მიუნხენელებმა 115 მლნ ევრო დახარჯეს, შემდეგი ტიმო ვერნერი უნდა იყოს, რომლის გადაბირება კლოპსაც უნდა „ლივერპულში“.
  • ზიდანის „რეალში“ დაბრუნების ერთ-ერთი პირობა ხარისხიანი გაძლიერება იყო. მადრიდელებმა ორი ბრაზილიელი უკვე აიყვანეს: დაცვის ცენტრში მილიტაო მივა, მარცხნივ კი 18 წლის როდრიგო. მთავარი კი ზიზუს სიაა: მბაპე, აზარი, მანე და პოგბა.
  • „ჩელსიმ“ იანვარში დორტმუნდის სათადარიგო პულიშიჩი გამოისყიდა.
  • საინტერესო ტრანსფერია დე იონგის გადასვლა „ბარსელონაში“. „აიაქსმა“ ეს მოთამაშე 1 ევროდ აიყვანა და 75 მილიონად გაყიდა.
  • „არსენალმა“ აარონ რემსი არ დააკავა და უელსელი სამომავლოდ „იუვენტუსისთვის“ ირბენს.
  • დიეგო გოდინის წასვლაზე „ატლეტიკოს“ არაფერი უთქვამს, თუმცა ამბობენ, რომ ურუგვაელი იანვარში მედგამოკვლევაზე იყო „ინტერში“.

 

 

და კიდევ:

Canal+-მა დაწერა, რომ „რეალმა“ და რაბიომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი სეზონის ბოლოს შესაძლოა 6 ფეხბურთელმა დატოვოს. ესენია: ანდერ ერერა (პსჟ-ს აინტერესებს), ხუან მატა (ბარსელონას ელაპარაკება), ალექსის სანჩესი, ანტონიო ვალენსია, მარკოს როხო და მატეო დარმიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები