LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

52fac3eb66cfae3a833c8c4b13ad6325_XL

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

„ფაქტობრივად არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მის მიერ რაიმე უკანონო ქმედებაა განხორციელებული, პიროვნება არ არის დადგენილი ვინ გამოაგზავნა ეს,“-ამბობს ზაალ ლატარიას ადვოკატი.

მისი თქმით, ლატარია ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

პროკურორის განცხადებით კი,  ზაალ ლატარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინახავდა და ავრცელებდა.

მომდევნო სხდომა 27 მარტს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები