LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველით სავსე გასაოცარი ქართული პური“ – ცნობილი ბასკი მზარეულები მაყურებელს აჭარული ხაჭაპურის გამოცხობას ასწავლიან

143
ხოსება

ცნობილი ესპანური გასართობი პორტალი Hogarmania, რომლის მიერ შემოთავაზებულ კატეგორიებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ცნობილი ბასკი შეფმზარეულის კარლოს არგინიანოსა და მისი ოჯახის ვიდეორეცეპტები (CocinaAbierta) სარგებლობს, მომხმარებელს აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესებზე უყვება.

„ნავი, რომლითაც ზღვაში არ დაცურავენ, მაგრამ რომლის მეშვეობითაც თავისებური გემოების სამყაროში მოხვედრაა შესაძლებელი“ – ასეთი წარდგენა აქვს ვებგვერდზე განთავსებულ იმ ვიდეოს, რომელშიც კარლოს არგინიანოს ვაჟი მაყურებლისთვის აჭარულ ხაჭაპურს ამზადებს.

გარდა იმისა, რომ ხოსება არგინიანო გურმანებს ქართულად ესალმება, გამარჯობის შემდეგ ირწმუნება, რომ ყველით სავსე ეს ქართული პური, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება, ბევრის მოწონებას დაიმსახურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები