LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველის საწარმო, რომელსაც ეკომიგრანტი ქალები ამუშავებენ

798

სოფელ დისველში, ეკომიგრანტი ქალების წამოწყებით, ყველის მცირე საწარმო ფუნქციონირებს. ქარხანაში  ადგილობრივი რძისაგან სულგუნს, კარაქსა და ნადუღს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია კი ძირითადად დისველშივე ხორციელდება, თბილისში  კი მხოლოდ აქ დამზადებული  სულგუნი იყიდება, ისიც შეზღუდული რაოდენობით.

აღნიშნულ სოფელში ყველის საწარმოო კოოპერატივის შექმნა CENN-სა და RED–ს (სასოფლო ეკონომიკის განვითარების პროგრამა) შორის თანამშრომლობის შედეგია. თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა დანიურ–შვეიცარიული პროექტის ფარგლებში,  რომელიც მიზნად ისახავს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აგრარული  სექტორის განვითარებას.

yvelis-sacarmo-jpg1როგორც საწარმოს შემქმნელებმა განმარტეს, თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმოს დაფუძნების მიზანი, ადგილობრივ  ქალთა გაძლიერების გზით, რეგიონში სიღარიბის დაძლევის და სოფლის მეურნეობის  სექტორის გაძლიერების ხელშეწყობაა.

მათივე ინფორმაციით, კოოპერატრივის ერთ-ერთი მთავარი  პრინციპი სწორედ გენდერული თანასწორობაა – აღნიშნული ხელს შეუწყობს  ადგილობრივ ქალთა გაძლიერებას, მათი შემოსავლის გაზრდასა და საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესებას. ამასთანავე, კოოპერატივიდან მიღებული შემოსავლის  ნაწილი ადგილობრივ თემთა ფონდში შევა და რეგიონის განვითარებას მოხმარდება.

საწარმოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, კოოპერატივი მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სასოფლო თუ ყველის ფესტივალებში. ამასთანავე,  კოოპერატივი მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებზე, რათა  საწარმოში დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  (HACCP) სისტემა.

ცნობისთვის, დისველი არის აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მეწყრის შედეგად  სამცხე–ჯავახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების სოფელი.  აქ ყველის მცირე საწარმო 2016 წლის აპრილში გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები