LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგანმავლების ბედს პარიზელები თავად გადაწყვეტენ

109
paris

პარიზი რეფერენდუმით გადაწყვეტს, ღირს თუ არა ყველგანმავლებისთვის პარკირების გადასახადის გაზრდა. რეფერენდუმი 2024 წლის 4 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.

გადასახადის გაზრდით პარიზი იმედოვნებს, რომ შემცირდება იმ ავტომობილთა რაოდენობა რომელიც ყველაზე მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და ქუჩებშიც დიდ ადგილს იკავებს.

როგორც მოსალოდნელია დიდი ავტომობილებისთვის პარკინგის გადასახადი 3-ჯერ მეტი იქნება და საათში 12-18 ევროს შეადგენს. (ზუსტი თანხა ქალაქის რაიონზე იქნება დამოკიდებული).

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაბინძურების 70% ავტომობილებზე მოდის. არადა ევროპა გეგმავს რომ 2050 წლისთვის ჰაერში საშიში მიკრო ელემენტების რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები