Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ყველაზე უცნაური ფსონი ისტორიაში: ვის დარჩება ალეგრის გოგო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე უცნაური ფსონი ისტორიაში: ვის დარჩება ალეგრის გოგო

47

მასიმილიანო ალეგრიმ ზედიზედ მეორედ მოიგო სკუდეტო და ამით მათაც მოაგებინა, ვინც ”იუვენტუსის” ჩემპიონობაზე ფსონი დადო. თუმცა ახლა ბუქმეკერებმა ისეთი ფსონი შეთავაზეს, რომელზეც ალეგრის უნარები არაფერ შუაშია.

მასიმილიანოს ქალიშვილი, 21 წლის სტუდენტი ვალენტინა, რომელიც მოდელს გავს, ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდა. გოგონამ 2.5-ჯერ მეტი აუდიტორია მოაგროვა, ვიდრე ამას ”იუვენტუსი” აკეთებს ხოლმე. ეს საბუქმეკერო კანტორებმაც შეამჩნიეს და ფსონის მიღება დაიწყეს იმაზე, თუ ვინ გახდება გოგონას მომავალი მეგობარი ბიჭი.

პოლ პოგბას კოეფიციენტი 1.65, თუმცა მათ ურთიერთობას შესაძლოა ხელი კარს მომდგარმა ევროპის ჩემპიონატმა შეუშალოს. ვალენტინასთან დიდი ხანია მეგობრობს და ამიტომ 2.5 კოეფიციენტი აქვს სიმონე ძაძას.

გოგონასთვის მხოლოდ ”იუვეს” ბიჭები როდი იბრძვიან: ”სასუოლოს” დომენიკო ბერარდი და ”ტორინოს” ანდრეა ბელოტი ასევე განიხილებიან კანდიდატებად (4.0).
პაულო დიბალას მხოლოდ 7.0 აქვს.
დანი ოსვალდოს 15.0 მიანიჭეს, ისევე, როგორც მაურო იკარდის.
მარტინ კასერესმა 20.0 დაიმსახურა. აი კრისტიან ვიერის კი 25.0 დაუწერეს.

 

download (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები