როდესაც ფიქრობთ “თბილ ზამთარზე”, როგორც წესი, ევროპის ქალაქები არ გახსენდებათ. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს კარიბის ზღვის კუნძულებზე, მალდივებზე ან საჰარაზე. თუმცა, ევროპაში იმაზე მეტი თბილი ქალაქია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთარია, არ ნიშნავს, რომ ევროპა უნდა ამოიღოთ თქვენი სიიდან.
გაინტერესებთ რომელია ყველაზე თბილი ადგილები და სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ ზამთრის პერიოდში დეკემბრიდან მარტის ჩათვლით?
როგორც ქვემოთ აღნიშნულ ადგილებში ნახავთ, ყველა ეს ევროპული ქალაქი ზამთრის თვეებში უფრო იაფია, ნაკლებად ხალხმრავალია და ტემპერატურაც სასიამოვნოა რომ დატკბეთ თქვენი მოგზაურობით იმაზე მეტად, ვიდრე ამას ტურისტულ სეზონზე მოახერხებდით.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში Aviabiletebi შედარებით იაფია, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფრენებით ქუთაისის აეროპორტიდან, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გვთავაზობს. თანხის დაზოგვა კი დაგეხმარებათ თქვენი მოგზაურობის სასიამოვნოდ დაგეგმვაში.
- კანარის კუნძულები, ესპანეთი
კანარის კუნძულები არის ულამაზესი ესპანური კუნძულების ერთობლიობა მაროკოს სანაპიროზე. ეს ადგილები ზამთარში ყველაზე თბილი და მზიანი ამინდებით გამოირჩევა. დეკემბრის თვეში ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს, იანვარში და თებერვალში 20-ს, ხოლო მარტში კი – 21 გრადუსს.
თქვენ ნამდვილად ვერ შეცდებით მათგან რომელიმეს რომ ეწვიოთ, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც Tenerife, Grand Canaria და Lanzarote-ია. არ აქვს მნიშვნელობა რომელს აირჩევთ, უბრალოდ მოემზადეთ უსასრულო გარე აქტივობებისთვის, სპორტისთვის, ლაშქრობებისთვის და ბუნების საოცარი პეიზაჟებისთვის.
- ლიმასოლი, კვიპროსი
ამ ქალაქის ულამაზეს პეიზაჟებს ვერაფერი შეედრება! წარმოიდგინეთ, ვიწრო ქვის ქუჩები გამოდის ძველი სათევზაო ნავსადგურიდან შუა საუკუნეებით დათარიღებულ შენობებს შორის. დაუმატეთ ამას პლაჟები, ციხესიმაგრეები და ბერძნული ნანგრევები. ტემპერატურა აქ დეკემბრიდან მარტის ჩათვლით 18-20 გრადუსამდე მერყეობს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მშვენიერი კვიპროსის ნებისმიერ ქალაქს ექნება ზამთრის პერიოდში მსგავსი ზომიერი ამინდი კუნძულის მდებარეობის გამო ხმელთაშუა ზღვის შორეულ აღმოსავლეთში.
- ფარო, პორტუგალია
ფარო არის ყველაზე სამხრეთი ქალაქი პორტუგალიაში და იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდი დროს გატარებას. ეს არის უცნაური და მომხიბვლელი ქალაქი, რომელიც გთავაზობთ თავის დაღწევას აურზაურისგან. ზამთარში გამოირჩევა თბილი ამინდებით, ევროპის უმეტესი მიმართულებებისგან განსხვავებით. ტემპერატურა აქ დეკემერი-მარტის თვეში 17-დან 19 გრადუსამდე მერყეობს.
ისევე, როგორც სევილიაში, ტურისტების რაოდენობა ზამთარში ყველაზე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ მოიწყენთ. ზამთრის სეზონს თვეში მხოლოდ 5 დღე წვიმს, ასე რომ, ბევრი მზიანი დღეა გოლფის თამაშისთვის, სანაპიროზე გასეირნების, ველოსიპედით გასავლელად და პეიზაჟებით ტკბობისთვის.
- ვალეტა, მალტა
გულწრფელად ვერ ვიფიქრებ იმაზე საოცრად ლამაზ ქალაქზე, ვიდრე ვალეტა. ქალაქი 1980 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ახლახან დასახელდა ევროპის კულტურულ დედაქალაქად. გარდა მისი სილამაზისა, მალტის დედაქალაქი ასევე თბილია ზამთარში, იტალიის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობის გამო. ტემპერატურა აქ ზამთრის პერიოდში 17 გრადუს უტოლდება.
სინამდვილეში, არა მხოლოდ ვალეტას, არამედ მალტას ნებისმიერ ქალაქს ექნება მსგავსი თბილი კლიმატი, ასე რომ ნუ ამოიღებთ სიიდან ისეთი ძვირფასი მიმართულებებს, როგორიცაა მდინა, რაბატი ან ზაბარი.
- კრეტა, საბერძნეთი
გაექეცით თოვლს, სიცივეს, სუსხს და გაემგზავრეთ კრეტაზე, საბერძნეთის ყველაზე დიდ კუნძულზე! ზამთარში კრეტაზე ვიზიტი საბერძნეთს სულ სხვა თვალით დაგანახებთ, ვიდრე ზაფხულში – უფრო მოდუნებული, სტუმართმოყვარე და მომხიბვლელი. თქვენ არ მოგიწევთ რიგებში დგომა, გაბერილი ფასებით სარგებლობა ან ტურისტებით სავსე ქალაქში გასეირნება. კუნძულზე ტემპერატურა ზამთრის სეზონზე 17 გრადუსის ფარგლებში.
იაფი ავიაბილეთების მოსაძებნად, გირჩევთ გამოიყენოთ საძიებო სისტემა, სადაც ყველა ავიაკომპანიის რეისი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი. ეს გაგიმარტივებთ ავიაბილეთების შედარებას და სასურველი შემოთავაზების არჩევას თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით.
სწორედ ასეთია aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად დაგეგმოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.
(R)