LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის გამოშვება „ტესლამ“ ისევ გადადო

43
trdlsmodels45

Tesla Model S–ის ბაზარზე გამოსვლა კიდევ გადაიდო. ყველაზე სწრაფი სერიული მოდელის პირველი ეგზემპლარები კლიენტებამდე 3 ივნისს უნდა გაგზავნილიყო, თუმცა როგორც ილონ მასკმა განაცხადა, ბოლო სამუშაოებისთვის კიდევ ერთი კვირაა საჭირო.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, Tesla Model S–ის მიწოდების ახალი თარიღი 10 ივნისია. მასკი ამ საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა და სიახლის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად დაამატა, რომ მოდელი კოსმოსურ ხომალდს გავს. მორიგი გადავადების მიზეზებზე ბიზნესმენმა საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა რომ ყველაფერი ტექნიკური პრობლემის ბრალია; „ტესლას“ ინჟინერები საკითხს ძალიან მალე მოაგვარებენ.

აღსანიშნავია, რომ თავის Tesla Model S მყიდველები უკვე კარგა ხანია ელოდებიან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიწოდების თარიღი იცვლება. ელექტროქარი ბაზარზე ჯერ კიდევ თებერვლის თვეში უნდა გამოსულიყო და მაშინ უსაფრთხოების სისტემების ბოლომდე შემოწმების მიზეზით ვადამ მაისამდე გადაიწია. მაისს ივნისი მოყვა და როგორც ხედავთ, მფლობელები თავის მანქანებს ვერც ამჯერად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი Model S სამძრავიანი აგრეგატითაა დაკომპლექტებული და საერთო ჯამში 1034 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0–დან პირველ ასეულს ელექტროქარი 1,99 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 322 კილომეტრი საათშია, ხოლო სვლის მარაგი 628 კილომეტრს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები