LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი Ford GT, რომელიც შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკინგზე დადგება

41

სუპერქარ Ford GT-ის პირველი ეგზემპლარი, რომელიც სკანდინავიაში გაიგზავნა, ნაწილობრივ პარალიზებულმა მრბოლელმა ჯეისონ უატმა მიიღო. ვიდეო, სადაც ავტომობილის კლიენტისთვის გადაცემის ცერემონიაა ასახული, Ford-ის ევროპული განყოფილების YouTube-ის არხზეა გამოქვეყნებული.

1990-იანი წლების შუა პერიოდში უატი ფორმულას სხვადასხვა სერიებსა და ძარიანი ავტომობილების ჩემპიონატებში გამოდიოდა. 1999 წელს ჯეისონი მოტოციკლით ავარიაში მოყვა, შედეგად, მისი სხეულის ქვედა ნაწილი პარალიზებულია, თუმცა ამისდა მიუხედავად, უაიტმა რბოლებში მონაწილეობის მიღება განაგრძო.  2002 წელს, სპეციალურად მომზადებული ავტომობილით ის დანიური სატურნირო პირველობის ჩემპიონი გახდა.

ავტომობილის გადაცემის ცერემონიაზე, უატმა განაცხადა, რომ მისი 655 ცხენის ძალის მქონე GT ყველაზე სწრაფი ავტომობილი იქნება მსოფლიოში, რომელიც პარკინგზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ ადგილზე გაჩერდება.

GT-ის პირველი მფლობელები მსოფლიოში Ford-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ბილ ფორდი და კომპანიის გენერალური დირექტორი მარკ ფილდსი გახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები