ინგლისის პრემიერლიგა ერთ-ერთი პირველია ორთაბრძოლებით, სირბილით და შესაბამისად აქ სწრაფ მოთამაშეებს ყოველთვის აფასებდნენ. დღესაც მაგრად დარბიან ინგლისის მოედნებზე. მარტო სალაჰი რომ გააჭენებს, მიდი და დაეწიე, მაგრამ… მაგრამ ირკვევა, რომ „ლივერპულის“ ვარსკვლავი ყველაზე სწრაფ ფეხბურთელებს შორის ათეულშიც ვერ ხვდება.
პრემიერლიგის 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი.
1. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი) – 35,48 კმ/სთ
2. პატრიკ ვან ანხოლტი (კრისტალ პალასი) – 35,42 კმ/სთ
3. მუსა სისოკო (ტოტენჰემი) – 35,33 კმ/სთ
4. ტეო უოლკოტი (ევერტონი) – 35,23 კმ/სთ
5. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი) – 35,19 კმ/სთ
6. კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი) – 35,16 კმ/სთ
7. უილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი) – 35,14 კმ/სთ
8. ოლივერ ბერკი (ვესტ ბრომვიჩი) – 35,13 კმ/სთ
9. კიკო ფემენია (უოტფორდი) – 35,13 კმ/სთ
10. ლორან კოშელნი (არსენალი) – 35,11 კმ/სთ