LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფ Lamborghini Aventador-ს სახელს 48 წლის სუპერქარის საპატივცემოდ დაარქმევენ

36

სუპერქარ Lamborghini Aventador-ის ყველაზე სწრაფ მოდიფიკაციას SVJ ერქმევა. ამის შესახებ ავტომობილის მოწყობილობათა პანელის ფოტო მიუთითებს, რომელიც მომხმარებელმა salentov12 Instagram-ზე დადო.

იტალიური მარკა სერიაში ინდექსს SVJ-ს დააბრუნებს, რომელიც 1970-იან წლებში გამოიყენებოდა. მაშინ, საქარხნო პილოტმა ბობ უოლასმა ექსპერიმენტული კუპე Miura ააწყო, რომელიც სარბოლო რეგლამეტს FIA J-ს შეესაბამებოდა.

2,9 ლიტრის მოცულობის მქონე ძრავის სიმძლავრე 370 დან 445 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ავტომობილის ტესტირების პროგრამის დასრულების შემდეგ ის კერძო მფლობელს გადაეცა.

1971 წელს ავარიის შემდეგ ავტომობილი განადგურდა.

ბოლოს, ინდექსი J Lamborghini-ის სამოდელო რიგში ერთადერთ ეგზემპლარად გამოშვებული სპიდსტერის Aventador J-ის შემთხვევაში გამოიყენეს. სიახლის დებიუტი 2012 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები