თავისი მრავალფეროვნებით ქართული სამზარეულო მთელ მსოფლიოშია განთქმული. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ნახავთ როგორც აზიურ, ასევე ევროპულ კერძებს, რომლებით ერთმანეთთან საოცრად თავსდებიან. რას მიირთმევენ ქართველები და რომელი კერძი უნდა დაამატოთ თქვენს კვების რაციონში, ამას ჩვენ გირჩევთ.
რომელი პროდუქტი არის ყოველთვის ქართულ მაცივარში?
ნიგოზი – მას ამატებენ როგორც მთავარ და სხვა კერძებში, ასევე გამოიყენება დესერტისთვისაც. შეიცავს ცხიმოვან მჟავეებს ომეგა 3, კალციუმს და მაგნიუმს. სასარგებლოა თავის ტვინისა და გულისთვის.
ბროწეული – მას ხშირად ამატებენ სალათებში. ბროწეულში ძალიან ბევრი ვიტამინი და ანტიოქსიდანტებია, რაც მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
ბადრიჯანი – გამოიყენება როგორც ბოსტნეულის, ასევე სხვადასხვა ხორციანი კერძების მოსამზადებლად. შეიცავს A,B1, Bb, სპილენძს, მაგნიუმს და ა.შ.
ქლიავი – ეს არის მოტკბო ხილი, რომელსაც უმატებენ ხარჩოში, სუპში. კეთდება ბრინჯიან და სხვა სალათებშიც. ქლიავი განსაკუთრებით სასარგებლია დიაბეტით დაავადებულთათვის, ვინაიდან ის სისხლში შაქრის დონის მომატებას არ იწვევს და არის დაბალკალორიული.
რას ამზადებენ ამ პროდუქტებისგან?
ფხალი – ეს არის ტრადიციული ბოსტნეულის კერძი, რომელიც მზადდება ისპანახის, ჭარხლის, ნივრის, წიწაკისა და ნიგვზისგან. მასში ნახშირწყლების რაოდენობა დაბალია, ამიტომ არ იწვევს სხეულის წონაში მომატებას. ისპანახი შეიცავს ისეთ იშვიათ ვიტამინს, როგორიცაა ვიტამინი K, ამიტომ ის სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის. ჭარხალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ნიორი შეიცავს ვიტამინების მთელ რიგ ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაუმჯობესებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მხედველობისთვის წიწაკა, ხოლო რაც შეეხება ნიგოზს, ის სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავედებების მქონენათვის.
ჩანახი – კერძი მზადდება ცხვრის ხორცის, ნივრის, მწვანილის და ბადრიჯნისგან. ხორცი იწვება უცხიმოდ და მთლიანი კერძი არის დაბალკალორიული. ცხვრის ხორცი შეიცავს უამრავ ცილებს, ვიტამინებს როგორიცაა B1, B2, PP, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და ა.შ. აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას და სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეთათვის.
ლობიო – ეს არის კერძი, რომელიც ქართულ ოჯახებში ხშირად მზადდება. მის მომზადებას სულ ცოტა ორი საათი ჭირდება. პირველად ის უნდა დაალბოთ და მერე მოხარშოთ. ლობიო შეიცავს ძალიან ბევრს ვიტამინს: კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს. ამკვრივებს და აძლიერებს გულს და არეგულირებს წნევას.
ბადრიჯანი – შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, ეს არის ქართული ტრადიციული კერძი. მას „სიცოცხლის გამახანგრძლივებელსაც“ უწოდებენ, ვინაიდან ბოსტნეული ორგანიზმს ეხმარება ბაქტერიაბთან ბრძოლაში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, მონაწილეობს სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში და აორმაგებს ჰემოგლობინის დონეს.
ჩიხირთმა – ეს არის ქათმის სუპი, რომელსაც ურევენ სიმინდს, კვერცხს, მწვანილს და სხვა სანელებლებს.ქართველები პირველ კერძს არ უმატებენ არც კარტოფილს და არც სტაფილოს, თუმცა სიმინდით და კვერცხით სოუსი საკმაოდ სქელი გამოდის.
ქართული ტრადიციული სოუსი
ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, სოუსები გამოიყენებოდა სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ სამკურნალოდ. ახლა მათ მხოლოდ გემოვნებისთვის ამზადებენ.
აქ არის ყველაზე პოპულარული:
ბაჟე – მზადდება ნიგვზის, ნივრის და სხვადასხვა სანელებლებისგან. მიირთმევენ ხორცთან და თევზიან კერძებთან.
აჯიკა – არის ცხელი სოუსი, რომელიც მზადდება წითელი წიწაკის, სუნელისა და ნივრისგან.
ტყემალი – ცხელი და მჟავე სოუსი, რომელიც დამზადებულია ტყემლის, მწვანილისა და ნივრისგან.
საწებელი – არის ტკბილი და მჟავე სოუსი, რომელიც კეტჩუპის მსგავსია. იგი შედგება პომიდორის, წიწაკისა და სხვადასხვა სანელებლებისგან.