ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად, მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება, თაყვანისმცემელს მდიდარ პროფესიონალურ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს.
fortuna.ge გთავაზობთ ჰელენ მირენის ცნობილ გამონათქვამებს:
* ყველა მსახიობი თაღლითი და მაწანწალაა. ყოველ შემთხვევაში ასეთი უნდა იყოს!
* როცა შექსპირის დადგმებში მონაწილეობ, მაყურებელი დარწმუნებულია, რომ მართლა ინტელექტიუალი ხარ და წარმოდგენაც არ აქვს, რომ ხშირად საერთოდ არ გესმის, რას ამბობ.
* შექსპირი სასტიკი ცენზურის პირობებში ცხოვრობდა, როცა ერთი არასწორი სიტყვაც საკმარისი იყო თავის მოსაკვეთად, თუმცა, შეხედეთ, რამდენად თავისუფალი იყო ის, ამდენი შეზღუდვის მიუხედავად.
* არასდროს მაღელვებდა პოლიტიკოსების აზრი, რადგან ისინი კომპრომისებისა და პროტაგონიზმის სამყაროში არსებობენ, მე კი, სენტიმენტალური იდეალიზმის სამყაროში მირჩევნია ცხოვრება.
* არ მიყვარს ის „კარგი“ გოგონები, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობენ იყვნენ „ცუდები“!
* ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო სიკვდილზე, რადგან ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს გარდაუვალია.
* ზოგჯერ ერთადერთი რაც გჭირდება – ამაზრზენი როლის შესრულებაა და მაშინ ყველა დაიჯერებს, რომ დიდებული მსახიობი ხარ.
* საკუთარი მეუღლის ფილმში გადაღება საკმაოდ რთულია, სამაგიეროდ, ძალიან სასიამოვნოა რეჟისორთან ღამის გატარება.
* ქორწინებამდე მრავალი წელი გავატარე მომავალ მეუღლესთან (მირენმა და ჰეკფორდმა ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს და მხოლოდ 1997-ში იქორწინეს). ვფიქრობ, ქორწინება კარგი იდეა იყო, თუმცა ურთიერთობა ჩვენს შორის საერთოდ არ შეცვლილა.
* ვერ ვიტან კამერის წინ გაშიშვლებას, პირიქით, რაც მეტს ჩამაცმევენ, მით უკეთესია.
* ტანსაცმელს ძველმანების ბაზრობაზე ვყიდულობ, შამპანურს კი, ყოველთვის საუკეთესოს ვსვამ, – რა ვქნა, ასეთი ვარ!
* რა თქმა უნდა, კარგი წვეულების მოსაწყობად ბევრი ალკოჰოლია საჭირო, თუმცა ზოგჯერ ბევრ ალკოჰოლს წვეულების კატასტროფად ქცევაც შეუძლია.
* ეცადეთ ხშირად გააოცოთ სხვები და არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის გაოცება!
* ყველაზე რთულია ცხოვრებაში – ისწავლო ცხოვრება!
* ახალგაზრდობაში ძალიან ბრიყვები ვართ და ვერ ვხვდებით. თუმცა, ალბათ ასე უკეთესია.
* ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში – 20 წლის ასაკია, როცა ბრწყინვალედ გამოიყურები და ხვდები, რომ ასეთი აღარასოდეს იქნები. თუმცა, სწორედ ამ ასაკში ხარ ყველაზე შეშინებული და დაუცველი, რადგან არ იცი, რა იქნება მომავალში.
* არ მესმის, რას ნიშნავს „დროის მოკვლა“. ვფიქრობ, დროის უაზროდ დაკარგვა უბრალოდ დანაშაულია.
* ზოგიერთ მსახიობს უნაკლოდ გამოსდის სიკვდილის გათამაშება, არადა, ძალიან რთულია შეიკავო სუნთქვა ან არ მოგექავოს ცხვირი. როცა მე „ვკვდები“ სცენაზე, მირჩევნია ეს დივანის უკან ან ბნელ კუთხეში გავაკეთო.