LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მსუბუქ და მანევრირებად Porsche 911-ს 8 ივნისს წარადგენენ

119
porsche-911

ყველაზე მსუბუქი Porsche 911-ის პრემიერა 8 ივნისისთვისაა დაგეგმილი. იდუმალებით მოცული მოდელის შესახებ „პორშეს“ კოლექციონერმა სპაიკ ფერესტენმა ისაუბრა. პრეზენტაცია პირველი „პორშეს“ რეგისტრაციიდან 75 წლის გასვლას მიეძღვნება – როდტსერი 356 აღრიცხვაზე სწორედ 1948 წლის 8 ივნისს დადგა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიახლე 911 ST-ის შემსუბუქებული სპეციალური საგზაო ვერსია იქნება. სპორტქარი 510 ძალის ატმოსფერულ, 6 ცილინდრიან აგრეგატს მიიღებს. ზოგიერთ ელემენტს, მაგალითად კაპოტს და საბურავის დისკებს მოდელი სარბოლო ვერსიისგან GT3-ისგან ისესხებს.

იდეაში სპეც-ვერსია  Porsche 911 Carrera T-ისთან უნდა იყოს ახლოს, თუმცა სინამდვილეში ის ბევრად მძლავრი, მსუბუქი და ძვირადღირებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები