LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მოთხოვნადი 55 პროფესია საქართველოში

427

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ის პროფესიები გამოავლინა, რომელიც ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და ამასთან, დეფიციტურია.

სამინისტრომ ამისთვის შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება, სადაც სამუშაოს მაძიებელს და დამსაქმებელს შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.

შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილ პოზიციებზე, სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას სთავაზობს.

”ფორტუნამ” სამინისტროდან აღნიშნული პროფესიების ჩამონათვალი გამოითხოვა:

  1. ავტომობილის დიაგნოსტიკოსი
  2. ავტომობილის ზეინკალი
  3. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი
  4. ამწის მემანქანე
  5. ბარმენი
  6. ბაღის დიზაინერი
  7. ბუღალტერი
  8. გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე
  9. გამყიდველ-კონსულტანტი
  10. გიდი
  11. დურგალი
  12. ელექტრიკოსი
  13. ელექტრომექანიკოსი
  14. ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
  15. ელმავლის მემანქანე
  16. ენერგეტიკოსი-მემონტაჟე
  17. ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე
  18. ზეინკალი
  19. ზეინკალ-სანტექნიკოსი
  20. ინფორმაციული ტექნოლოგი
  21. კალატოზი
  22. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი
  23. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
  24. კონდიტერი
  25. მებაღე
  26. მებოსტნე
  27. მემანქანე
  28. მეფილე-მომპირკეთებელი
  29. მეხილე
  30. მზარეული
  31. მიმღები-რეცეფციონისტი
  32. მოლარე
  33. მშენებლობის მწარმოებელი
  34. მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
  35. ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი
  36. ოფისის მენეჯერი
  37. ექთნის თანაშემწე
  38. რადიო- და სატელევიზიო სისტემების მომსახურებისა და ექსპლუატაციის ოპერატორი
  39. რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი
  40. სავალი ნაწილის ტექნიკოსი
  41. საკერავი მანქანების მექანიკოსი
  42. საკერავი მანქანების ოპერატორი
  43. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
  44. სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
  45. სარესტორნო საქმის მწარმოებელი
  46. სასტუმრო საქმის მწარმოებელი
  47. სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
  48. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
  49. ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი
  50. ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი
  51. ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი
  52. შემდუღებელი
  53. ძრავის შემკეთებელი
  54. წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი
  55. ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები