LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მოთხოვნადი 5 პროცედურა საახალწლოდ – სილამაზის აკადემია

12
ნინო-გოგიბერიძე

ყველაზე მოთხოვნადი 5 პროცედურა საახალწლოდ – თემაზე Caraps Medline-ს დერმატო-კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ისაუბრა.

 

 

TOP-5 პროცედურა ზამთრის დღესასწაულებისთვის – დერმატო-კოსმეტოლოგის ნინო გოგიბერიძის რჩევები #ფორტუნავიდეო #სილამაზისაკადემია #fortunage

გადაცემა ვრცლად: https://bit.ly/3FOoLcs

Posted by Fortuna.ge on Tuesday, 27 December 2022

 

რა პროცედურების გაკეთებაა რეკომენდებული საახალწლოდ?

პროცედურები, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ არ საჭიროებს რეაბილიტაციას. შეგიძლიათ ჩაიტაროთ ახალ წლამდე ერთი ან ორი დღით ადრე.

  1. hydrafacial პროცედურა.

ეს არის უნიკალური ამერიკული ტექნოლოგია, რომელიც ასუფთავებს სახის კანს, ასევე ატენიანებს, კვებავს და განაახლებს. შედგება 4 ეტაპისგან (მომზადება, გასუფთავება, ექსტრაქცია და დატენიანება), ასევე პროცედურაში შედის კანის ტიპის მიხედვით ნიღაბი და მიზნობრივი უნიკალური შრატები (ანტიოქსიდანტები, დამატენიანებელი, გამაღიავებელი, ბოტოქსის ეფექტით) . პროცედურის შემდეგ პაციენტის კანი ბრწყინავს და შეუძლია დაესწროს ნებისმიერ ღონისძიებას.

  1. Fire&Ice წითელ ხალიჩაზე გასასვლელი პროცედურაა.

ბევრმა ვარსკვლავმა გახსნა თავისი გლუვი კანის საიდუმლო და ეს არის პროცედურა Fire&Ice. ლეგენდალური პროცედურა კალიფორნიური ბრენდისგან უკვე თბილისშია. ის  განაპირობებს ინტენსიური კანის მოვლას, სწრაფი და ხილვადი შედეგისთვის. თქვენს კანს ექნება გლუვი ჯანსაღი ახალგაზრდა იერი. მომენტალური შედეგი კი ასეთია: ლიფტინგი, წვრილი ნაოჭების შემცირება, კანის ტონის რელიეფისა და ერთგვაროვნების აღდგენა, პიგმენტური ლაქების გაღიავება.

  1. Dermapen მიკრონიდლინგი

თუ გაქვთ დაკარგული კანის ფერი, გაწუხებთ წვრილი ნაოჭები, გაქვთ პიგმენტაცია – მაშინ ეს არის თქვენი პროცედურა. 16 პატარა ნემსი ერთროულად ჩადის კანში, ახდენს კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაციას, ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შრატები, რაც აძლევს კანს ბზინვარებასა და დატენიანებას.

  1. MC 110 – სახის ბუსტერი

ფრანგული ბრენდის Biologique Recherche-ის პერსონალიზებული მოვლის ხაზი 1970 წელს შეიქმნა.

პროდუქცია საფრანგეთში ბრენდის კუთვნილ კვლევით ლაბორატორიაში მზადდება. Biologique Recharche-ის კანის მოვლის თითოეული პროტოკოლის მიზანია კანის მდგომარეობის სწორი შეფასება და ინდივიდუალურად მორგებული პროცედურების შერჩევა.​ ბრენდის ხედვა კანის მოვლის შესახებ ბუნებრივ ინგრედიენტებს, კონცენტრირებულ ნედლეულს, კლინიკურ მიდგომას და ინოვაციურ პროცედურებს აერთიანებს, რაც Biologique Recharche-ის პროდუქციის და მეთოდოლოგიის გამოყენების ეფექტურობას განსაზღვრავს.

MC 110 – სახის ბუსტერი ახდენს მკვდარი უჯრედებისგან სახის კანის გასუფთავებას, მსუბუქ აქერცვლას, წვრილი ნაოჭების გასწორებას და სახის კანის ღრმა დატენიანებას, აღდგენას და გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

  1. Fotona ლაზერული ცივი პილინგი

პროცედურა ანიჭებს კანს განახლებას, ბზინვარებას, ერთგვაროვანს ხდის კანის ტონს და რელიეფს, არ საჭიროებს რეაბილიტაციას, მოჰყვება უმნიშვნელო აქერცვლა, რომელიც 2 დღეში გადადის და შესაძლებელია გაკეთდეს წინასაახალწლო პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები