LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე „მოდური“ ხილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის: კალორიულობა და შერჩევის მარტივი მეთოდი

1427
page

შესაძლოა ბევრს არ სჯერა, მაგრამ ავიკადო ყველაზე „მოდური“ ხილია, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის წარმოუდგენელია საუზმე მის გარეშე, ცნობილი რესტორნების მზარეულები კი, ერთმანეთს ეჯიბრებიან „ჯადოსნური ხილით“ ორიგინალური კერძების მომზადებაში. საინტერსოა, რამდენად სასარგებლოა ავოკადო სინამდვილეში და როგორ შეიძლება მისი მარტივად შერჩევა.

კალორიულობა – საშუალო ზომის (145 გრამი) ავოკადო კანისა და კურკის გარეშე, 191 კალორიას, 19,7 გრამ ცხიმს შეიცავს და მსოფლიოში ყველაზე ცხიმიან ბუნებრივ პროდუქტად ითვლება, ამიტომ მისი მოხმარებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა და ერთ მიღებაზე მხოლოდ ნახევრის მირთმევა, მეორე (კანგაცლილი) ნახევარი კი, კონტეინერში წითელ ხახვთან ერთად უნდა შეინახოთ, რათა დაიცვათ არასასიამოვნო ყავისფერი ლაქების გაჩენისგან.

სასარგებლო თვისებები – ავოკადოს მონონაჯერი ცხიმები, კალიუმი და Е ვიტამინი ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს გულის გამართულ მუშაობას, В6 ვიტამინი კი, ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება. ამასთანავე, ხილი დიდი ოდენობით უჯრედისს შეიცავს, რაც დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას. არანაკლებ სასარგებლოა ავოკადოს კურკაც, რომლის ფერმენტები ანტიანთებითი თვისებებით გამოირჩევა და ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება.

შერჩევის მეთოდი – ავოკადოს შერჩევისას აუცილებელია რამდენიმე მარტივი პრინციპის გათვალისწინება: ღია მწვანედ შეფერილი ხილის მირთმევა მხოლოდ 5 დღეში შეიძლება, ზომიერად მწვანე ავოკადოს გამოყენებას კი, 3 დღეში შეძლებთ, ინტენსიური მწვანე ფერი – ხილის 24 საათში დამწიფებაზე, მუქი მწვანე შეფერილობა კი, ზომიერ სიმწიფეზე მიანიშნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები