LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მოაზროვნე ტვინი მსოფლიოში… გავა წლები და ამ კვლევებზე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები იმუშავებენ თუ რა ფენომენი იყო – კუპრავა

302
ზვიად კუპრავა მიხეილ სააკაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ “ველურმა ბრბომ” არ იცის, რას აკეთებს.

„გავა წლები და ამ კვლევებზე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები იმუშავებენ თუ რა ფენომენი იყო ეს.

ყველაზე მოაზროვნე ტვინი მსოფლიოში.

ველურმა ბრბომ არ იცის რას სჩადიან!

უნდა გაუძლო… უნდა გადარჩე✊

მიხეილ სააკაშვილი ქართველი გენიოსი“. – წერს საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

გუშინ,  24 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც სააკაშვილი საუბრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და ტრავმაზე ზურგის არეში, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოდ, გლდანის ციხის კლინიკაში ძალადობრივად გადაყვანის დროს აქვს მიღებული.

იხილეთ ვრცლად:

სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს