LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მძიმე იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს…თვალზე ცრემლი მომადგა” – მაშველი შოვიდან

14817
BeFunky-collage - 2023-08-10T014927.976

სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, რომელიც 3 აგვისტოს შემდეგ, შოვში სტიქიის ზონაში მუშაობს, „ქრონიკასთან” საუბრისას ტრაგედიის დღეებს და დეტალებს იხსენებს.

„ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს.

როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი… თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.

მაგრამ ვაანალიზებთ, რომ ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.”, – საუბრობს მაშველი.

„ვყვიროდით, ბავშვებო, ხმა გაგვეცით-მეთქი… თოკებზე ჩაბმულები, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს” – რას ჰყვება ყოფილი მაშველი სტიქიის ზონიდან

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები