LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მდიდარი გუნდები: თითქმის სულ ინგლისია

manchester-city

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Soccerex Football Finance-მა ყველაზე მდიდარი კლუბების ასეული გამოაქვეყნა.

გუნდების ფინანსური მდგომარეობის აუდიტი რამდენიმე კრიტერიუმით ტარდება – აქტივების ფასი, მატერიალური აქტივები, ფული ანგარიშზე, მფლობელის ინვესტიცია და ვალები.

ამ მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ აღმოჩნდა (ექსპერტების შეფასება – 4.21), მეორეზე – „პარი სენ-ჟერმენი“ (3.84), მესამეზე – „ბაიერნი“ (2.67).

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ:

4. ტოტენჰემი – 2.66
5. არსენალი – 2.43
6. რეალი – 2.38
7. ბარსელონა – 2.05
8. მანჩესტერ იუნაიტედი – 1.99
9. იუვენტუსი – 1.96
10. ჩელსი – 1.89

როგორც ხედავთ, უმრავლესობა, ნახევარი ინგლისური კლუბებია, რაც პრინციპში გასაკვირი არ არის. ერთადერთი ის არის, რომ პრემიელიგელთა ამ ხუთეულში არ შედის „ლივერპული“.

Forbes-ის ვერსიით კი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი „მანჩესტერ იუნაიტედია“.

და კიდევ, 2017/18 წლების სეზონში “ბორნმუთმა” ტელეუფლებებისთვის 144 მილიონი ევრო მიიღო, უფრო მეტი, ვიდრე… მადრიდის “რეალმა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები