მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ მამა-დამაარსებელ სარდარ ვალაბხბაის გამოსახავს, დღეს, 31 ოქტომბერს გუჯარატის შტატში იხსნება და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის.
სარდარ პატელმა, რომელსაც „რკინის კაცი“ შეარქვეს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაახლოებით 500 სათავადოს ინტეგრაციაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ქანდაკება 182 მეტრია სიმაღლეში, დამზადებულია რკინისა და ბრინჯაოსგან და ორჯერ მაღალია აშშ-ს თავისუფლების ქანდაკებაზე. ის პლანეტაზე ყველაზე მაღალი ძეგლი იქნება, რომლის გაკეთებაც 420 მილიონი დოლარი დაჯდა.
წინა რეკორდი ჩინეთში მდებარე ბუდას ქანდაკებას ეკუთვნოდა, რომლის სიმაღლე 153 მეტრია.
https://www.youtube.com/watch?v=8Un99ahYwBE