ყველაზე ლამაზი ზამთრის ქალაქი ანდორაში მდებარეობს. თოვლი, საშობაო განათებები და მორთულობები ევროპულ ქალაქებს ნამდვილ ზღაპრულ იერს აძლევს. ყველაზე გამორჩეულ დანიშნულებათა შორის განსაკუთრებულების არჩევაც მარტივი ნამდვილად არ არის.
პირველ ადგილს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე პატარა სამთო კურორტი გრანდვალირა იკავებს (ზედა ფოტოზე). გარდა სრიალისა, დანიშნულება ვიზიტორებს ულამაზეს ხედებსაც სთავაზობს და ფუნიკულიორიც სულ ღიაა.
მეორე ადგილი შვეიცარიის ალპების მარგალიტს – ინტერლაკენს ერგო. დასახლება მთებში მდებარეობს. ორ ტბას შორის გაშენებული ქალაქი ალპებითა და ტყეებითაა გარშემორტყმული. წარმოგიდგენიათ როგორი ჰაერი იქნება იქ?
შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, ზამთარში კი იქაურობა ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება. შოტლანდიურ არქიტექტურას თოვლი ძალიან უხდება და ქალაქის ცენტრში მოწყობილი სასრიალო მოედანი კი სურათს უფრო სრულყოფილს ხდის.
კოპენჰაგენში მთები არ არის, თუმცა თოვლი და ყინვა რამდენიც გინდა. ფიფქები განსაკუთრებით ტივოლის პარკს უხდება.
ზამთრის პრაღა რომ ძალიან ლამაზი იქნება, ამას აღნიშვნაც არ უნდა, თუმცა იქვე არის უსაყვარლესი – ბრნო, რომელიც სათანადოდ არ არის დაფასებული. სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე ქალაქი პრაღაზე უფრო პატარა და უფრო კომფორტულია. აღსანიშნავია, რომ ერთი საათის სავალზე ლამების ფერმაც მდებარეობს და მისი მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.